Thumbnail

'აქ იმისთვის არ მოვსულვარ' - ბუფონმა იუვეს კაპიტნობასა და N1-ზე უარი თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბუფონს ტურინში კაპიტნის სამკლავური და პირველი ნომერი შესთავაზეს
  • მაგრამ ლეგენდარულმა მეკარემ უარი თქვა და არჩევანი 77 ნომერზე შეაჩერა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, რომელიც სულ ახლახან ტურინის იუვენტუსში დაბრუნდა, კაპიტნის სამკლავურზე უარი განაცხადა. 41 წლის გოლკიპერმა, რომელსაც "ბებერ ქალბატონი" მრავალი წლის განმავლობაში გაყავდა მოედანზე, ამჯერად იუვეში 77-ნომრიანი მაისურით თამაში გადაწყვიტა. 

"შჩესნი "პირველ ნომერს" მთავაზობდა, კიელინი კი - კაპიტნის სამკლავურს, მაგრამ აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ვინმეს რამე წავართვა, - ამბობს ჯიჯი. - ამაყი ვიქნები ისეთ კაპიტანთან ერთად ყოფნით, როგორიც არის ჯორჯო. ეს ჩემთვის ძმასავითაა. გადავწყვიტე, ამერჩია "77 ნომერი", რომელიც პარმაში გამოსვლისას მქონდა. იმ სეზონის შემდეგ იუვეში გადავედი".

ჯანლუიჯი ბუფონი ტურინის იუვენტუსის ღირსებას 17 სეზონის განმავლობაში, 2001-იდან 2018 წლის ზაფხულამდე იცავდა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ჩატარებული 656 მატჩი და გაშვებული 518 გოლია.

მეკარემ, რომელმაც კარიერა პარმაში დაიწყო (1995-2001), გასული სეზონი პარი სენ-ჟერმენში გაატარა, ამ ზაფხულს კი ისევ ტურინში დაბრუნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები