Thumbnail

15 გოლი საბურთალოსთან მატჩამდე - შერიფმა მეტოქე გაანადგურა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სირეცი 0:15 შერიფი
  • ტირასპოლის გუნდმა მეტოქეს 2 მატჩში 27 გოლი გაუტანა

მოლდოვას თასის მერვედფინალურ ეტაპზე შერიფმა სირეცს სტუმრად 15:0 მოუგო და თასის მეოთხედფინალში გავიდა. საბურთალოს მეტოქეს ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე მშვენიერი ვარჯიში გამოუვიდა. შერიფმა სირეცი 2 მატჩის ჯამში 27:0 დაამარცხა.

მოლდოვური კლუბი შიდა ასპარეზზე ბრწყინვალედ თამაშობს. ქვეყნის ჩემპიონატში შერიფს 39 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს 11 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შერიფი საქართველოს ჩემპიონ საბურთალოს ხვდება. პირველი მატჩი 10 ივლისს შერიფის სტადიონზე გაიმართება. წყვილის გამარჯვებული ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ შერიფი ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე 5 ფეხბურთელით გაძლიერდა. შარშან, მოლდოვურ კლუბს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. შერიფმა პლეი ოფში ყარაბახთან წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები