Thumbnail
  • რუბინი 0:0 ტამბოვი
  • ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ყაზანელთა შემადგენლობაში
თეთრაშვილი V კვარაცხელია

მოსკოვის ლოკომოტივიდან მოულოდნელად წასული და რუბინში გადასული ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ყაზანელთა რიგებში ტესტმატჩში შედგა. რუბინი ქვედალიგელ ტამბოვს ეთამაშა და 0:0 დაუზავდა.

18 წლის ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ის 57-ე წუთზე მაგილევეცმა შეცვალა. სასტარტოში ითამაშა ზურიკო დავითაშვილმაც, რომელიც 74-ე წუთზე გამოცვალეს. ტამბოვის რიგებში ითამაშეს მეკარე გიორგი შელიამ და მცველმა გურამ თეთრაშვილმა, ორივე რუსეთის მოქალაქეა. 

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში წლის დასაწყისში, რუსთავიდან წავიდა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გაატარა. იჯარის ვადა 30 ივნისს ამოიწურა, "რკინიგზელები" კი ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ხვიჩამ ლოკომოტივი დატოვა და რუბინში გადაბარგდა. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები