Thumbnail

'ეგრევე სასტარტოში იქნება' - ინდიანა ბითაძის პრობლემას სამთავრობო დონეზე აგვარებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 5-15 ივლისს ლას ვეგასში NBA-ს საზაფხულო ლიგა გაიმართება  
  • ინდიანა პირველ მატჩს 6 ივლისს მემფისთან გამართავს

ამაღამ ლას ვეგასში MGM Resorts NBA Summer League 2019 იწყება, რომელიც 15 ივლისს დასრულდება. 31 სხვა გუნდთან ერთად მასში გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსიც მონაწილეობს, რომელიც ასპარეზობას 6 ივლისს (თბილისის დროით 7 ივლისს გამთენიისას) დაიწყებს მემფისის წინააღმდეგ. 

ცნობილია, რომ გოგა ბითაძე ინდიანას განაცხადშია 18 ნომრით, თუმცა ისიც ყველამ იცის, რომ გოგა გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს - მიზეზი სამუშაო ვიზის პრობლემაა, რომლის გაკეთებაც ინდიანას გაუჯანჯლდა და ბითაძე ჯერ ისევ სამშობლოშია. 

წაიკითხე | 'ორივე მხარე მოგებული რჩება' - საბონისი სან ანტონიოში? ბითაძის შანსი

პრობლემა რჩება, თუმცა პეისერსის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ყველაფერი მოგვარებადია, რადგან ინდიანამ საქმეში სამთავრობო წრეები ჩართო: "თუკი დრაფტის პირველ წრეში არჩეულ გოგა ბითაძეს ამერიკის სამუშაო ვიზა დროულად დაუმტკიცდება, ის გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდება, იმის მიუხედავად, რომ ვარჯიშებზე ინდიანასთან ერთად არ ყოფილა. კლუბმა ქართველის საკითხის დასაჩქარებლად სამთავრობო არხები ჩართო ვაშინგტონში", - წერს პეისერსის ოფიციალური საიტი. 

საზაფხულო ლიგაზე თითოეული გუნდი 4 საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ტოპ-8 გუნდი პლეი ოფში ჩაებმება, ფინალი 15 ივლისს გაიმართება.

მეორე თამაში პეისერსს 8 ივლისს (9-ში დილით ჩვენთვის) ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდ დეტროიტთან აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები