Thumbnail
  • ბარსელონას პრეზიდენტს უსმან დემბელეს გაყიდვა არ სურს
  • ხოსეპ მარია ბარტომეუს ფრანგი ნეიმარზე უკეთესად მიაჩნია

უსმან დემბელე ბარსელონაში დარჩება! სწორედ ამაზე მეტყველებს კატალონიური გრანდის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“დემბელე ახალგაზრდაა, ნიჭიერი და ბევრი რამ შეუძლია. მე მას ნეიმარზე უკეთესად მივიჩნევ. დემბელეს კიდევ დიდი პოტენციალი აქვს და სწორედ ამის გამო, ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს,” - განაცხადა ხოსეპ მარია ბარტომეუმ.

ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება გამოირიცხა?

გარდა ამისა, ბარსას ბოსმა აღნიშნა, რომ კატალონიელებმა მადრიდის ატლეტიკოსთან მოლაპარაკებები დაიწყეს - ცხადია, ანტუან გრიზმანის შესახებ. ამასთან, ბარტომეუმ ნეიმარის შესახებ დასძინა: “ჩვენ ვიცით, რომ მას პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა სურს, მაგრამ პარიზულ კლუბს მისი გაშვება არ უნდა.”

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გახშირდა საუბრები ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო დაბრუნების შესახებ. ბრაზილიელი კატალონიურ გრანდში 2013-დან 2017 წლამდე თამაშობდა და ორი წლის წინ პსჟ-მ ის სარეკორდო ფასად, 222 მილიონ ევროდ შეიძინა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები