Thumbnail

უიმბლდონი | ჯოკოვიჩმა ჰურკაჩი 4 სეტში დაამარცხა - ჩემპიონი მერვეფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:5, 6:7, 6:1, 6:4 ჰუბერტ ჰურკაჩი
  • 'მესამე სეტი იდეალური იყო'

უიმბლდონის ღია პირველობის 1/16 ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს (48) შეხვდა და ოთხ სეტში დაამარცხა - 7:5, 6:7 (5:7), 6:1, 6:4 და მერვედფინალში გავიდა. მატჩი ზუსტად სამ საათს გაგრძელდა. 

ამ მატჩში განსაკუთრებით კარგი სანახავი მეორე სეტი იყო, რომელშიც პოლონელმა ტაი ბრეიკში გაიმარჯვა.

"ჰუბერტმა დაიმსახურა ეს ოვაციები, მან დაიმსახურა მეორე სეტის მოგება. საერთოდ, პირველი ორი სეტი დაძაბული იყო. მესამე სეტი თითქმის იდეალურად გამომივიდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ პირველ ნომრად განთესილმა სერბმა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მე-4 რაუნდში კარიერაში მე-12-ედ გავიდა. შეგახსენებთ, რომ მას ეს ტურნირი 4-ჯერ აქვს მოგებული და მოქმედი ჩემპიონია. 

კომენტარები

ბოლო ამბები