Thumbnail
  • კარლსრუეს ფლანგის ფეხბურთელი აინტერესებს, კანდიდატი ორია
  • ალექსანდრე იაშვილის რჩევა ყოფილ გუნდს

ka-news.de-ს ინფორმაციით, მეორე ბუნდესლიგის კარლსრუეს დანიურ რანდერსში მოთამაშე საბა ლობჟანიძე აინტერესებს, თუმცა ბოლო დღეებში მისი ტრანსფერის ალბათობა შემცირდა - ამის მიზეზი ავსტრიულ შტურმში მოთამაშე ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელი ლუკას გროცურეკია, რომელიც გერმანელებმა შესაძლოა, იჯარით აიყვანონ.

"თუ ეს მოხდა, მაშინ საბა ლობჟანიძე ალბათ, აღარ გადავა კარლსრუეში, რადგან გროცურეკისგან განსხვავებით, ქართველის სანაცვლოდ დანიური კლუბისთვის თანხაა გადასახდელი.

როგორც ჩანს, კარლსრუეს ხელმძღვანელობა საბას შესახებ აზრი გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, ალექსანდრე იაშვილს ჰკითხა, რომელიც ახლა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტია. იაშვილმა სწრაფი ნახევარმცველი ძალიან აქო", - წერს გერმანული საიტი. 

კომენტარები

ბოლო ამბები