Thumbnail

მაშინ, როცა დასავლეთ კონფერენციის მოწინევე კლუბებმა თავისუფალ აგენტთა ბაზარზე სარფიანად ივაჭრეს, მათი კონკურენტი სან ანტონიო პასიურია - გუნდმა რუდი გეის კიდევ ორი წლით გაუფორმა კონტრაქტი და ვეტერანი დემარ კეროლი აიყვანა. 

Bleacher Report მიიჩნევს, რომ თუ სან ანტონიოს სურს, კონკურენტუნარიანი დარჩეს კონფერენციაში, მან ინდიანას დომანტას საბონისის ტრეიდი უნდა განახორციელოს.  Bleacher Report-ის გრეგ შვარცი წერს, რომ საუკეთესო ვარიანტია ტრეიდი ინდიანასთან - პეისერსი მიიღებს დერიკ უაითსა და ჩიმეზი მეტუს, ხოლო სან ანტონიო - საბონისს. 

გოგა პეისერსის პრეზიდენტთან ერთად

"ორივე მხარე მოგებული დარჩება - საბონისი იძულებულია შეეგუოს სათადარიგოს როლს, სანამ გუნდში მაილს ტერნერი ირიცხება. ამასთან, ინდიანამ დრაფტიდან აიყვანა გოგა ბითაძე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბონისის დრო ინდიანაში იწურება - მას ხომ ახალბედის კონტრაქტის ბოლო წელი რჩება პეისერსში", - წერს საიტი Air Alamo.

დომანტას საბონისი გასულ სეზონში სულ რაღაც 24.8 წუთში 14.3 ქულასა და 9.3 მოხსნას აგროვებდა. 
შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსმა მე-18 ნომრად აირჩია. სულ მალე გოგას საზაფხულო ლიგაზე ელის დებიუტი, რომელიც სავიზო პრობლემების გამო გაჭინაურდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები