Thumbnail

'შეგეშინდათ ფულის დაკარგვის?' - რუსული მედია ქართველ მორაგბეებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთში ქართველი მორაგბეების სკანდალს ადგილობრივი პრესა გამოეხმაურა
  • championat.com-ის ავტორი ანდრეი შიტიხინი ილურიძეს და ბროძელს მიმართავს 

ახლახან რუსულმა სარაგბო კლუბმა სლავამ ქართველი ლეგიონერები: საბა ილურიძე და რეზი ბროძელი ჯერ გუნდიდან გაათავისუფლა, შემდეგ კი დააბრუნა. სკანდალის მიზეზი ის გახდა, რომ ქართველმა მორაგბეებმა თბილისში აქციაზე დაშავებულ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ლელოს დადების შემდეგ, ცალ თვალზე ხელი აიფარეს. 

საბოლოოდ საკითხი საქართველოს და რუსეთის რაგბის კავშირების დონეზე გადაწყდა.  

ქართველი მორაგბეების სკანდალს ცნობიი რუსული სპორტული საიტი championat.com გამოეხმაურა. სტატიის ავტორი ანდრეი შიტიხინი წერს:

"...ორივე მორაგბისთვის უკვე შეძენილი იყო თბილისში გასამგზავრებლად ბილეთები, მაგრამ დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე, ყველაფერი მოგვარდა. ილურიძე და ბროძელი მოსკოვში დარჩნენ. გაურკვეველია, დააკისრებენ თუ არა მათ რაიმე სახის საჯარიმო სანქციებს, მაგრამ ისინი გააგრძელებენ კლუბში გამოსვლას, თამაშს რუსეთში და თანხის გამომუშავებას ქვეყანაში, რომელსაც საქართველო აგრესორად მოიხსენიებს. ამაში წინააღმდეგობრივს მოთამაშეები ვერაფერს ხედავენ.

სოლიდარობა რუსეთის თასიდან - ასე აღნიშნა ბროძელმა ლელო

სოლიდარობა რუსეთის თასიდან - ასე აღნიშნა ბროძელმა ლელო ბროძელისა და ილურიძის სოლიდარობა! <3

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on სამშაბათი, 02 ივლისი, 2019

მათ ხომ განმარტება გააკეთეს. ბროძელმა თქვა, რომ ჟესტი არ იყო პოლიტიკური და ის უბრალოდ, იმ ადამიანების მხარდასაჭერად იყო, რომლებიც ძალოვანებმა დააზარალეს. რევაზმა ისიც აღნიშნა, რომ მას რუსეთთან პრობლემა არ აქვს, რომ ის ჩვეულებრივი სპორტსმენია და რომ სურს, კარგად ითამაშოს რაგბი.

ყველაფერი გასაგებია. როგორ უნდა გამოიმუშავო ფული კარგი კონტრაქტით - უნდა წახვიდე რუსეთში. როგორ უნდა გააკეთო პოლიტიკური ჟესტები - რუსეთში ყველაფერს გაგიგებენ და გაპატიებენ. მაგრამ როგორც კი რუსეთი პასუხს მოგთხოვს შეხედულებების გამო, იტყვი, რომ არაფერი დაგიშავებია და არასწორად გაგიგეს. 

"უკუსვლაში" რაღატომ გადართეთ? შეგეშინდათ ფულის დაკარგვის?

მომისმინეთ, ბიჭებო, თქვენ გსურდათ თქვენი პოზიციის გამოხატვა და თქვენ ის გამოხატეთ. ნათლად და გარკვევით. ეს პატივისცემას იმსახურებს.

მაგრამ "უკუსვლაში" რაღატომ გადართეთ? შეგეშინდათ ფულის დაკარგვის? თქვენ ხომ კარგი მორაგბეები ხართ. მოძებნიდით სხვა ქვეყანაში სხვა კლუბს. და არც რუსეთის საწინააღმდეგო ჟესტებზე ინაღვლებდით. 

იგივე შეიძლება ითქვას კლუბზე - რატომ დაიხიეს უკან? თუკი წავიდნენ ისეთ ნაბიჯზე, როგორიც კონტრაქტის გაწყვეტაა, ბოლომდე უნდა მისულიყვნენ. სხვა საქმეა, რომ ალეკსეი ნილოვსკიმ საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთის რაგბის ფედერაციიდან იყო წნეხი. როგორც ჩანს, ქართველი ლეგიონერების საკითხი უმაღლეს დონეზე გადაწყდა - მინუმუმ, ფედერაციების პრეზიდენტების დონეზე.

რუსულ სარაგბო კლუბ სლავაში ქართველები მრავლად არიან 

სათამაშო სახეობების მხრივ, სლავა ერთ-ერთი ყველაზე ქართული კლუბია რუსეთში. შვიდი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, მთავარი მწვრთნელი - ქართველი. მოკვეთავ ორ მოთამაშეს - უცნობია, როგორ მოიქცევიან დანარჩენები, როგორ აისახება ეს მთლიან გუნდზე. საბოლოოდ, პოლიტიკურ ჟესტზე პატიების ჟესტით უპასუხეს და ყველა დამშვიდდა. დიდი ხნით?"

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები