Thumbnail

ეროვნული ლიგა | რომან ჭანტურიამ ბათუმის დინამო დატოვა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 23 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო უფლებებს ემპოლი ფლობს
  • რომან ჭანტურიამ აჭარულ გუნდში 6-თვიანი იჯარით ითამაშა

ბათუმის დინამოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი რომან ჭანტურიამ დატოვა. 23 წლის თავდამსხმელი ემპოლის საკუთრებაა, აჭარულ გუნდში კი 6-თვიანი იჯარით თამაშობდა. ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და როგორც ბათუმის დინამო იუწყება, ფეხბურთელი ემპოლის დაუბრუნდება. ჭანტურიამ ბათუმური გუნდის შემადგენლობაში 10 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა.

რომან ჭანტურიას სატრანსფერო უფლებები 2016 წლიდან ემპოლის ეკუთვნის, თუმცა ამ დროის დიდი ნაწილი ფეხბურთელმა იჯარით სხვასდასხვა გუნდებში გაატარა, მათ შორის თბილისის ლოკომოტივში. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას თავდამსხმელი.

კომენტარები

ბოლო ამბები