Thumbnail

დელე ალიმ პლაჟზე გონება დაკარგა - ფეხბურთელს მზემ და ალკოჰოლმა აწყინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტოტენჰემის ნახევარმცველმა საბერძნეთში დასვენებისას პლაჟზე გონება დაკარგა
  • ფეხბურთელს მეგობარი ქალის დაბადების დღეზე დალევა ზედმეტი მოუვიდა

ტოტენჰემ ჰოთსპურისა და ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა დელე ალიმ, რომელიც შვებულებას საბერნეთის კუნძულ მიკონოსზე ატარებს, პლაჟზე გონება დაკარგა. 

რუბი მეიმ გვიან შენიშნა, რომ ფეხბურთელი შეუძლოდ იყო

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელი მეგობარ ქალთან, რუბი მეისთან ერთად პლაჟზე ისვენებდა, როდესაც შეუძლოდ გახდა. დელე ალიმ გონება დაკარგა და შეზლონგზე დაეცა, თუმცა მისმა თანმხლებმა გოგონამ ვითარება უმალ ვერ შეაფასა და მხოლოდ მოგვიანებით ითხოვა დახმარება. საბოლოოდ, ინგლისელი ფეხბურთელის ფეხზე წამოყენებასა და პლაჟიდან გარიდებაზე ორმა მამაკაცმა იზრუნა. 

დელე ალის შეუძლოდ გახდომის სავარაუდო მიზეზად ალკოჰოლი დასახელდა, რომელიც ფეხბურთელმა მეგობარი გოგონას 25-ე დაბადების დღის აღნიშვნისას მიიღო. 

სიცხემ და ალკოჰოლმა დელე ალის დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი წაართვა

გასულ სეზონში დელე ალიმ "დეზების" შემადგენლობაში პრემიერლიგის 25 მატჩში ითამაშა, გაიტანა ხუთი გოლი და მიითვალა სამი საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები