Thumbnail

მანჯუკიჩი იუვეში ალბათ ვერ დარჩება - უარი ჩინეთს, რას ეტყვის დორტმუნდს?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სარის ფორმაციის იუვენტუსში მანჯუკიჩის ადგილი არ რჩება
  • ხორვატს დორტმუნდის ბორუსია ეპატიჟება

როგორც ჩანს, ტურინის იუვენტუსის ახალი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი ხორვატ თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ პირდება. შესაბამისად, 33 წლის ფორვარდი კლუბის გამოცვლაზე დაფიქრდა.

მარიო იუვეს ფანებს განსაკუთრებით უყვართ

მანჯუკიჩი მასიმილიანო ალეგრის ხელშიც არ იყო მუდმივად სასტარტო შემადგენლობის წევრი, მაგრამ ალეგრის დროს იუვენტუსში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. მაქსი ხორვატს ხშირად მარცხენა ფლანგზეც იყენებდა და, სხვათა შორის, ძალიან წარმატებით (გავიხსენოთ თუნდაც შარშანდელი მატჩი მადრიდში).

იტალიურ სპორტულ გამოცემებში იწერება, რომ სარი იუვენტუსში მეტწილად 4-3-1-2 ტაქტიკური სქემის გამოყენებაზე ფიქრობს, სადაც ფორვარდებად კრიშტიანო რონალდოს და პაულო დიბალას მოიაზრებს, მათ უკან კი - აარონ რემზის. გამოდის, რომ მანჯუკიჩი უმეტესად სათადარიგოთა სკამზე უნდა იყოს. ალეგრი უმეტესად 4-3-3 ან 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით თამაშობდა, სადაც მანჯუკიჩს შეეძლო როგორც ცენტრფორვარდის, ისე მარცხენა ფორვარდის, ან მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში.

‘კალჩომერკატოს’ ინფორმაციით, იუვენტუსი მზადაა, მანჯუკიჩი ახალი სეზონის დაწყებამდე გაყიდოს. როგორც ირკვევა, ხორვატმა უკვე უარი თქვა რამდენიმე ჩინურ ვარიანტზე - მანჯუკიჩს ჯერ კიდევ უმაღლეს დონეზე სურს ფეხბურთის თამაში. გერმანული პრესა წერს, რომ მისი გადაბირება დორტმუნდის ბორუსიას სურს და არც ხორვატია წინააღმდეგი, რომ კარიერა BVB-ში გააგრძელოს.

მარიომ იუვესთან კონტრაქტი აპრილში 2021 წლამდე გააგრძელა, მაგრამ მაშინ ტურინელთა დამრიგებელი ჯერ კიდევ ალეგრი იყო. ‘კალჩომერკატო’ იმასაც წერს, რომ მანჯუკიჩზე მანჩესტერ იუნაიტედშიც ფიქრობენ, მაგრამ ეს უკანასკნელი უპირატესობას დორტმუნდს ანიჭებს, სადაც ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები