Thumbnail
  • ფილიპ კოკუ ინგლისში იმუშავებს
  • ჰოლანდიელი დერბი ქაუნთის მთავარი მწვრთნელი გახდა

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფილიპ კოკუ დერბი ქაუნთის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 48 წლის სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კოკუმ დერბიში ფრენკ ლამპარდი შეცვალა, რომელმაც გუნდი ერთი სეზონის შემდეგ დატოვა და ლონდონის ჩელსის დამრიგებელი გახდა.

აქტიური სპორტული კარიერის დროს კოკუმ საუკეთესო წლები ეინდჰოვენსა და ბარსელონაში გაატარა. სამწვრთნელო კარიერაში მან ეინდჰოვენს სამჯერ მოაგებინა ჰოლანდიის ჩემპიონატი. კოკუ ბოლოს თურქეთში მუშაობდა, სადაც ფენერბაჰჩეს წვრთნიდა. ჰოლანდიელი ფენერიდან 4 თვეში გაუშვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები