Thumbnail

პარასპორტი | ქართველმა ძიუდოისტებმა აშშ-ში 3 მედალი მოიპოვეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ზვიად გოგოჭურმა და რევაზ ჩიკოიძემ ოქრო მოიპოვეს, გიორგი გამჯაშვილმა კი ბრინჯაო
  • ფორტ ვეინის გრანპრი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირია

საქარათველოს პარაძიუდოს ნაკრებმა აშშ-ს ფორტ ვეინის (ინდიანაპოლისი) გრანპრის გათამაშებაზე სამი მედალი მოიპოვა.

ზვიად გოგოჭური -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში ბრიტანელი მეტოქე დაამარცხა. ასევე ჩემპიონი გახდა რევაზ ჩიკოიძე, რომელმაც +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და სამხრეთ კორეელ მეტოქეს სძლია. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 66 კილოგრამ წონაში მოასპარეზე გიორგი გამჯაშვილმა.

ფორტ ვეინის გრანპრი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირია. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.

კომენტარები

ბოლო ამბები