Thumbnail

ერთის ნაცვლად, ორი თავსახური - მერაბ დვალიშვილმა ფლეშმობი გააუმჯობესა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • UFC-ის ქართველი მებრძოლი პოპულარულ ფლეშმობს შეუერთდა
  • 28 წლის სპორტსმენმა ერთის ნაცვლად ორ ბოთლს მოხადა თავსახური

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ახალ ფლეშმობს, სახელწოდებით Bottle cap challenge, UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც შეუერთდა. ოღონდ, ქართველმა მებრძოლმა ტრიუკი უფრო გაართულა - ფეხის დარტყმით, ერთის ნაცვლად, ორ ბოთლს მოხადა თავსახური.

ჩელენჯში, რომელიც ტაეკვანდოში მსოფლიოს ჩემპიონმა ალ-ფარაბი დავლეტჩინმა 25 ივნისს წამოიწყო, უკვე არაერთი ცნობილი სახე ჩაება, მათ შორის კინოსა თუ სპორტის ვარსკვლავი. ამოცანის თანახმად, ტრიალში ფეხის გაკვრით ბოთლის ხრახნიდან სახურავი ისე უნდა მოაცილო, რომ ბოთლი უძრავად დარჩეს. ფლეშმობის მონაწილენი შემდეგ იმავეს გამეორებას სხვებს სთავაზობენ.

მეტი ამ თემაზე: მოხადე ბოთლს ფეხით - მაკგრეგორი, ჭიკაძე და სტეტჰემი ახალ ფლეშმობში

28 წლის მერაბ დვალიშვილს UFC-ში უკვე ოთხი ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც ბოლო ორში გამარჯვება მოიპოვა. უკანასკნელი შეხვედრა დვალიშვილმა მაისში გამართა და კანადელი ბრედ კატონა დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები