Thumbnail

‘ჩემი მიზანი კრუიფის გზის გავლაა!’ - დე იონგს ბარსელონაში დიდი გეგმები აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბარსელონამ ფრენკი დე იონგი ოფიციალურად წარადგინა
  • ჰოლანდიელ ნახევარმცველს დიდი მიზნები აქვს
  • ფრენკი განსაკუთრებით ანტუან გრიზმანის განცხადებამ გაახარა

ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი იმედი ფრენკი დე იონგი ბარსელონას ფორმით პირველად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე და კატალონიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთა.

22 წლის ჰოლანდიელს განსაკუთრებით ის ფაქტი ახარებს, რომ ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდა: “ძალიან მიხარია, რომ მესისთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. ლეო ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო, ახლა კი ჩემი თანაგუნდელი გახდა,” - განაცხადა დე იონგმა.

როგორც იცით, ფრენკი ბარსამ აიაქსიდან 75 მილიონ ევროდ შეიძინა. “ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა, აქ ვარ. ბავშვობაში სწორედ ბარსაში თამაშზე ვოცნებობდი. ბოლოს და ბოლოს, ეს ოცნება ამიხდა,” - დასძინა ჰოლანდიელმა.

ერთ-ერთ უნიჭიერეს ნახევარმცველს კატალონიურ გრანდში უდიდესი მიზნები აქვს და არ მალავს, რომ ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდის, იოჰან კრუიფის გზის გამეორება სურს: “ბარსელონას და ჰოლანდიას ყოველთვის დიდი, განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. იმედი მაქვს, რომ ამ ტრადიციას მეც ღირსეულად გავაგრძელებ. მინდა, გავხდე ერთ-ერთი უდიდესი ჰოლანდიელი ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც ბარსელონაში უთამაშია!”

დე იონგის თანაგუნდელი ბარსაში, უდიდესი ალბათობით, ანტუან გრიზმანიც იქნება. ამ უკანასკნელმა, ფრენკი ერთა ლიგის მატჩების შემდეგ შეაქო და დე იონგს უწოდა ერთ-ერთი საუკეთესო მათ შორის, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. “გრიზმანის ასეთი სიტყვები ჩემთვის საუკეთესო კომპლიმენტია. როცა ასეთი ფეხბურთელი შენ შესახებ ასეთ რამეს იტყვის, ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა,” - განაცხადა დე იონგმა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები