Thumbnail

დინამო თბილისი ევროთასზე გამოსვლას ამ გუნდით დაიწყებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ენგორდანი 2:1 (1:0) ლა ფიორიტა
  • 'დინამო არენა' პირველ მატჩს 11 ივლისს უმასპინძლებს

ევროპალიგის წინასაკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები გაიმართა. ჩვენთვის საინტერესო დაპირისპირება ანდორაში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ენგორდანიმ სან მარინოს ლა ფიორიტას უმასპინძლა. 

მასპინძლებმა ამ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვეს, ორი მატჩის ჯამში კი - 3:1 და ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ, სადაც დინამო თბილისს დაუპირისპირდებიან.

11 ივლისს დინამო "დინამო არენაზე" უმასპინძლებს ენგორდანის, ხოლო საპასუხო მატჩი 1 კვირის შემდეგ ჩატარდება.

ენგორდანი 1980 წელს დაარსდა. 2017/18 წლების სეზონში ანდორის ჩემპიონატში დაკავებული მეორე ადგილი ამ გუნდის საუკეთესო შედეგია ისტორიაში. ევროპალიგაზე ენგორდანი ანდორის თასის მფლობელის სტატუსით გამოდის. 

კომენტარები

ბოლო ამბები