Thumbnail

უიმბლდონი | ნადალის 50-ე გამარჯვება ლონდონში - კირიოსი დამარცხებულია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რაფაელ ნადალი 6:3, 3:6, 7:6, 7:6
  • ესპანელი მეცხრე ჩოგბურთელია, ვინც ლონდონში 50 მატჩი მოიგო

უიმბლდონის ღია პირველობის მეორე წრეში ერთმანეთს მე-3 ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი და ავსტრალიელი ნიკ კირიოსი შეხვდნენ. ამ მოთამაშეებს ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რაც კორტზეც იგრძნობოდა, ესპანელმა ჩოგბურთელმა ოთხ სეტში იმარჯვა და მე-3 წრეში გავიდა - 6:3, 3:6, 7:6 (7:5), 7:6 (7:3). 

ეს მატჩი სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ რაფამ უიმბლდონის ერთეულთა თანრიგში თავისი 50-ე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მესამე წრეში კარიერაში მეათედ გავიდა. ის მხოლოდ მე-9 მოთამაშეა ღია პირველობის ეპოქაში, ვინც უიმბლდონზე 50 გამარჯვება მოიპოვა. 
მე-3 წრეში ნადალი ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგას (72) შეხვდება.

თავისი მატჩი მოიგო მე-2 ნომრად განთესილმა როჯერ ფედერერმაც (3). შვეიცარიელმა მასპინძელი ჯეი კლარკი იოლად დაამარცხა - 6:1, 7:6 (7:3), 6:3.

კომენტარები

ბოლო ამბები