Thumbnail
  • ოქსანა კალაშნიკოვა/სინუან ჰანი 4:6, 5:7, 6:1 მედისონ ბრენგლი/ერინ რუტიფი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა უიმბლდონზე კარიერის მიღწევა გაიმეორა
ჰანი და კალაშნიკოვა

უიმბლდონის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელებიდან მხოლოდ ოქსანა კალაშნიკოვა (72 წყვილებში) რჩება ტურნირზე. ის წყვილთა თანრიგში ჩინელ სინუან ჰანთან ერთად თამაშობს. 

მათი მეტოქეები პირველ წრეში ჩინელი ქიან ვანგისა და ავსტრალიელი დარია გავრილოვას დუეტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში მათ თამაშზე უარი თქვეს და ალტერნატიული სიიდან მედისონ ბრენგლისა (85) და ერინ რუტიფის დუეტი დაწინაურდა. ამერიკულ-ახალზელანდიურ დუეტს ქართულ-ჩინურმა სამ სეტში მოუგო - 4:6, 5:7, 6:1. 

1/16 ფინალში კალაშნიკოვასა და ჰანის დუეტის მეტოქე ჯერ ცნობილი არაა. კალაშნიკოვასათვის ეს უიმბლდონზე მისი საუკეთესო მიღწევის გამეორებაა - 2013 წელს გავიდა წყვილთა მეორე წრეში, ოთხჯერ კი პირველივე წრეში მარცხდებოდა. დღეისათვის 28 წლის ჩოგბურთელს ჰონორარის სახით $730 354 მოპოვებული.

წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო ფონდი £ 23 500 000-ია.  

კომენტარები

ბოლო ამბები