Thumbnail

ლა ლიგა | ელ კლასიკოს გამართვის თარიღები ცნობილია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლა ლიგამ მატჩების თარიღები გამოაქვეყნა
  • ელ კლასიკოს პირველი მატჩი კამპ ნოუზე გაიმართება

ლა ლიგამ 2019-2020 წლების კალენდარი გამოაქვეყნა. მორიგი სეზონი 18 აგვისტოს დაიწყება. ესპანური საკლუბო ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში ოსასუნა, მალიორკა და გრანადა აღზევდნენ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა ტურნირს ბილბაოსთან 'სან მამესზე' თამაშით გახსნის. სტუმრად ითამაშებს მადრიდის რეალიც, რომლის მეტოქეც ვიგოს სელტა იქნება.

რაც შეეხება იმ ორ მატჩს, რომლებსაც მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესობა დიდი ყურადღებით ელის. ელ კლასიკოს პირველი მატჩი 'კამპ ნოუზე' გაიმართება. 27 ოქტომბერს გუნდები ერთმანეთს მე-10 ტურის მატჩში შეხვდებიან. მადრიდის რეალი კი ბარსელონას მეორე წრეში პირველ მარტს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები