Thumbnail

'ახლა ყველაფერი კარგადაა' - ტოჩინოშინი ნაგოიას ბაშოზე იჭიდავებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაგოიას ბაშო - 7-21 ივლისი
  • რამდენიმე დღის წინ ტოჩინოშინმა მხარი დაიშავა

წლის მე-4 ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ვარჯიშზე მხრის კუნთი დაიზიანა, რის გამოც მისი ბაშოზე ასპარეზობა საეჭვო გახდა. 

hochi news-თან კომენტარში ქართველმა ოძეკიმ განაცხადა, რომ ყველაფერი რიგზეა, ის ნაგოიას ბაშოზე იასპარეზებს. 

"ვფიქრობ, სამი დღის წინათ ვარჯიშზე მომხდარმა მეტისმეტად ამანერვიულა. მეგონა, რომ რადგან ბაშო ძალიან მალე იწყება და ვერ მოვასწრებდი მხრის ტრავმის მორჩენას. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა - ბაშოს ოპტიმისტურად ვხვდები", - განუცხადა ქართველმა სუმოისტმა იაპონურ მედიას. 

კომენტარები

ბოლო ამბები