Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6, 2:6, 6:7 (2:7)  დანიელ ევანსი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა 'ბალახის სეზონი' დაასრულა

უიმბლდონის ღია პირველობის მე-2 წრეში მე-18 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) ბრიტანელ დანიელ ევანსს (61) შეხვდა და 3:6, 2:6, 6:7 (2:7) დამარცხდა. ამით ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სამ სეტში დასრულდა, თამაში 2.5 საათს მაინც გაგრძელდა. 

I სეტში დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება წააგო და მაშინვე დაიბრუნა გეიმი მეტოქის მოწოდებაზე. 3:3-ზე ნიკამ ისევ წააგო საკუთარი მოწოდება, შემდეგ კი იგივე გაიმეორა - 3:6. 

2.5-საათიანი მატჩი ქართველმა 0:3 დათმო

მეორე სეტის პირველივე მოწოდებაზე ნიკას ბრეიქი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შემდეგ კი სეტი ბრიტანელის უპირატესობით წარიმართა, რომელმაც ნიკას ორჯერ აართვა მოწოდება - 2:6.

ნიკამ მესამე სეტიც ცუდად დაიწყო, პირველი გეიმი მან მხოლოდ 0:3-ზე მოიგო. 3:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის მოწოდებაზე ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და 5 ბრეიქ-პოინტიდან ერთი გამოიყენა. ბასილაშვილმა 4 მატჩ-პოინტი გადაარჩინა სეტში და საქმე ტაი ბრეიქამდე მიიყვანა, მაგრამ იქ აშრაკარ ცუდად ითამაშა - 2:7 და შემდეგ ეტაპზე ბრიტანელი ჩოგბურთელი გავიდა.

წლევანდელი უიმბლდონის საპრიზო ფონდი £ 23 500 000-ია.  

კომენტარები

ბოლო ამბები