Thumbnail

'სწორედ ამიტომ გაატარა მან 6 თვე ლატვიაში' - დავით სხირტლაძე არკაში გადავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დავით სხირტლაძემ არკასთან 1+1 კონტრაქტი გააფორმა
  • იაცეკ ზელინსკის პირველი კომენტარი 
დავით სხირტლაძე

პოლონური არკა ქართველი ფეხბურთელის გარეშე არ დარჩა - ბელგიურ ვარეგემში გადასული ლუკა ზარანდია, დავით სხირტლაძემ ჩაანაცვლა. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ექსტრაკლასას გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. აქამდე ის ლატვიურ რიგაში თამაშობდა. 

სხირტლაძე 2020 წლის 30 ივნისამდე არკას წევრი იქნება, თუმცა კლუბს შეუძლია მისთვის კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. 

2011-2015 წლებში ის დანიურ ორჰუსში თამაშობდა (75 თამაში, 5 გოლი), 2016 წლის იანვარში სხირტლაძე სილკებორგში გადავიდა, სადაც 2 წლის განმავლობაში თამაშობდა (88 თამაში, 26 გოლი). შემდეგ იყო სლოვაკური ტრნავა და ლატვიური რიგა...

დავით სხირტლაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 თამაში ჩაატარა.

"დავითს ადრეც სურდა არკაში თამაში, მაგრამ არასპორტული საკითხების გამო ეს არ გამოვიდა. სწორედ ამიტომ მან ბოლო 6 თვე ლატვიაში გაატარა. ახლა კი მის არაფერი აბრკოლებს.

სხირტლაძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, მე მას ვარჯიშებზე და სპარინგ-მატჩზე ვაკვირდებოდი. იმედი მაქვს, ის გუნდს შემტევ პოტენციალს შემატებს", - განაცხადა არკას თავკაცმა, წარსულში ცნობილმა მცველმა (60 თამაში პოლონეთის ნაკრებში) იაცეკ ზელინსკიმ. 

კომენტარები

ბოლო ამბები