Thumbnail

ქართველი მორაგბეები რუსულ კლუბში რჩებიან - საქმეში გოჩა სვანიძე ჩაერთო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი განცხადებას ავრცელებს
  • საბა ილურიძე და რეზი ბროძელი სლავას ღირსებას ისევ დაიცავენ

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სარაგბო კლუბმა სლავამ ქართველი მორაგბეები: საბა ილურიძე და რეზი ბროძელი გუნდიდან გაათავისუფლა. მიზეზი ის გახდა, რომ ქართველმა მორაგბეებმა თბილისში აქციაზე დაშავებულ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და ლელოს დადების შემდეგ, ცალ თვალზე ხელი აიფარეს.

მეტი ამ თემაზე:

ბროძელმა დაწერა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ რუსეთის რაგბის კავშირთან ყველაფერი გაარკვია და აღმოჩნდა, რომ ქართველების გუნდიდან გაშვების მიზეზი კლუბს არ ჰქონია.

გთავაზობთ მორაგბის განცხადებას:

მადლობა ორივე მხარეს - საქართველოსა და რუსეთის რაგბის ფედერაციებს. გუშინ, ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა და დეტალურად ვისაუბრეთ. მან აქტიური მუშაობა დაიწყო იმ თემასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მომხდარიყო გუნდიდან ჩვენი გაშვება.

აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო. ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით, ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას სოლიდარობის ამ ჟესტის გაპოლიტიკურებას.

აღსანიშნავია, რომ კლუბ სლავას ჩემი და საბას გაშვება არანაირად არ უნდოდა. გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე ფედერაციას და ყველას - დაინტერებისა და გვერდში დგომისთვის!

კომენტარები

ბოლო ამბები