Thumbnail

რუსული პრესა: შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის მატჩი არ შედგეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სავარაუდოდ, 27 აგვისტოს გასამართი მატჩი გაუქმდება
  • საქართველოსა და რუსეთის მატჩი მსოფლიოს თასისთვის მზადებას ემსახურება

რუსული პრესის ინფორმააციით, შესაძლოა, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის აგვისტოში გასამართი მატჩი არ გაიმართოს. რუსები ფიქრობენ, რომ თბილისში გასამართი მატჩი შეიძლება უსაფრთხო არ გამოდგეს.

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ორ ქვეყანას შორის ფრენები გაუქმდა. გარდა ამისა, რუსეთის რაგბის კავშირი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კონსულტაციას გადის თემაზე - რამდენად უსაფრთხოა ნაკრების საქართველოში ჩასვლა

ამ ყველაფერს კი ის ამბავიც დაემატა, რომ რუსულმა კლუბმა სლავამ ქართველი მორაგბეები, საბა ილურიძე და რეზი ბროძელი, თბილისში აქციის დროს დაშავებული მომიტინგეებისთვის გამოცხადებული სოლიდარობის გამო გუნდიდან გაუშვა, მაგრამ როგორც ბოლოს გაირკვა, ქართველი მორაგბეები გუნდში რჩებიან და იქ თამაშს აგრძელებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები