Thumbnail
  • სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება
  • ბათუმის ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს

ბათუმის სტადიონის მშენებლობის პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს ახალ ფოტოებს, საიდანაც ჩანს, რომ მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის.

გეგმის მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს. სტადიონის მშენებლობას გასული წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის ღირებულება 99 448 408.56 ლარია. სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება.

🏗🏟 ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედის. The construction of the stadium of Batumi is coming to the end. (c) 📷 Ltd Stadium

Posted by Georgian Football Federation on ხუთშაბათი, 04 ივლისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები