Thumbnail
  • ყაზანის რუბინში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურა
  • რუსული მედია ქართველი გარემარბის ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე წერს
  • 18 წლის ფეხბურთელის ყოველთვიური ხელფასი რუბინში 30 ათასი ევრო იქნება
  • ხვიჩას აგენტმა, მამუკა კვარაცხელიამ ამ გარიგებით 3 მილიონი ევრო გამოიმუშავა

საქართველოს ნაკრების 18 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის ფეხბურთელია და ამის შესახებ რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 

კვარაცხელიას რუბინში ტრანსფერის დეტალების შესახებ რუსული მედია საინტერესო ინფორმაციას ახმაურებს. Metaratings-ის ცნობით, ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც სეზონის მეორე ნახევარი რუსთავიდან იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გაატარა, ყაზანში თავისუფალი აგენტის სტატუსით მისვლისთვის ბონუსად 500 ათასი ევრო მიიღო. რაც შეეხება მის ხელფასს, რუბინში ხვიჩა თვეში 30 ათას ევროს მიიღებს, მომავალში კი ეს თანხა 50 ათასამდეც შეიძლება გაიზარდოს.

რუბინის ქართველი ახალწვეულები: ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია

ასევე იუწყებიან, რომ ქართველი ტალანტის ტრანსფერისთვის, ბონუსის სახით, 3 მილიონი ევრო მიიღო კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა. 

მეტი ამ თემაზე: 'ეს ჩემი აგენტის ბრალი არაა' - ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბი ცნობილია

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში წლის დასაწყისში, რუსთავიდან წავიდა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით მოსკოვის ლოკომოტივში გაატარა. იჯარის ვადა 30 ივნისს ამოიწურა, "რკინიგზელები" კი ქართველის ტრანსფერის გამოსყიდვას აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ხვიჩამ ლოკომოტივი დატოვა და რუბინში გადაბარგდა. 

ხვიჩამ ლოკომოტივის მაისურით რუსეთის პრემიერლიგის 7 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი შეაგდო

როგორც ირკვევა, კვარაცხელიას წარმომადგენლები მზად იყვნენ არჩევანი ლოკომოტივზე შეეჩერებინათ, თუკი მოსკოვური კლუბი იმავე პირობებს შესთავაზებდა, მაგრამ "რკინიგზელებმა" უარი თქვეს.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები