Thumbnail

ოფიციალურად: ლეგენდა დაბრუნდა! ჩელსის ფრენკ ლამპარდი გაწვრთნის

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩელსის მთავარ მწვრთნელად ფრენკ ლამპარდი დაინიშნა
  • ლონდონური კლუბის ლეგენდამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ფრენკ ლამპარდის ჩელსის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა ოფიციალურად დადასტურდა
41 წლის ლეგენდამ მაურიციო სარი შეცვალა

ლონდონის ჩელსიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი იქნება. ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კლუბთან, სადაც 13 წელი ითამაშა, 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 41 წლის ლამპარდმა იტალიელი მაურიციო სარი შეცვალა, რომელიც ტურინის იუვენტუსში დაინიშნა.

"ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი! 'სტემფორდ ბრიჯთან' ბევრი დიდი მოგონება მაკავშირებს. ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ველოდები," - განაცხადა ლამპარდმა.

ფრენკ ლამპარდმა ჩელსიში 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა, 2013-ში კი ევროპალიგა მოიგო. ის ასევე სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი და ოთხჯერ მოიგო ასოციაციის თასი. ფრენკი ჩელსის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია - 211 გოლით.

ფრენკი დერბი ქაუნთის დამრიგებელი გახლდათ და მისი გუნდი ძალიან ახლოს იყო პრემიერლიგაში დაბრუნებასთან. დერბი პლეი ოფში ასტონ ვილასთან დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები