Thumbnail

ქართველი სპორტსმენების წარმატება მინსკში და საზეიმო შეხვედრა ოლიმპიურ კომიტეტში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ევროპულ თამაშებში საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა 30 მედალი მოიპოვა
  • ქართული გუნდის აქტივში 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალია

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს: სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები და სპორტის გულშემატკივრები.

მინსკში სპორტის 10 სახეობაში საქართველოს 61-მა წარმომადგენელმა იასპარეზა. საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წინა თამაშების შედეგი და სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვა: 6 ოქროს, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. შედეგად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა საერთო ჩათვლაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს მინსკში, რათა გაეხარებინათ სპორტის გულშემატკივრები. ევროპული თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, სპორტული ცხოვრება კი გრძელდება. მოახლოვდა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრება: ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2020 წლის ივლის-აგვისტოში ტოკიოში გაიმართება” - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

საზეიმო ცერემონიალს ლერი ხაბელოვი უძღვებოდა
📸 | სეოკ

ოქროს მედალოსნები 

1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
2. დავით ლორიაშვილი (სამბო)
3. ლევან ნახუცრიშვილი (სამბო)
4. ბექა ბერძენიშვილი (სამბო) 
5. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
6. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)

ვერცხლის მედალოსნები

1. მინდია ლილუაშვილი (სამბო)
2. ნინო ოძელაშვილი (სამბო)
3. ელენე ქებაძე (სამბო)
4. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
5. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
6. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
8. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
9. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 
10. სახილ ალახვერდოვი (კრივი)

ბრინჯაოს მედალოსნები 

1. ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)
2. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
4. ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
5. ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
6. ბესარიონ ბერულავა (სამბო)
7. გივი ნადარეიშვილი (სამბო)
8. პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
9. გენადი ჩირგაძე (სამბო)
10. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
11. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
12. დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
13. ოთარ ერანოსიანი (კრივი)
14. გოგიტა არქანია (კარატე)

კომენტარები

ბოლო ამბები