Thumbnail

ესეც ასე: ჯანლუიჯი ბუფონი იუვენტუსში დაბრუნდა და ახალი როლი ექნება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჯანლუიჯი ბუფონი ისევ იუვენტუსში ითამაშებს
  • 41 წლის ლეგენდა ტურინული გრანდის პირველი მეკარე არ იქნება

ჯანლუიჯი ბუფონის იუვენტუსში დაბრუნება გადაწყვეტილია!

ტურინულმა გრანდმა დღეს დილას, სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ფოტოები, როგორ მიდის ჯიჯი იუვეს ბაზაზე - 41 წლის მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად ჩაირიცხება კლუბში, სადაც პარი სენ-ჟერმენში გადასვლამდე 17 წელი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა პსჟ-ში, გასულ სეზონში, 25 მატჩი ჩაატარა და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. იტალიელს იმედი ჰქონდა, რომ პარიზულ კლუბთან ერთად მაინც მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ პსჟ მერვედფინალში, მანჩესტერ იუნაიტედთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ჯიჯი ტურინული გრანდის პირველი მეკარე არ იქნება! იუვენტუსის ძირითად კიპერად ვოიცეხ შჩესნი რჩება. გადაწყვეტილია ისიც, რომ კარიერის დასრულების შემდეგ (სავარაუდოდ, გაისად), ბუფონი იუვენტუსის მენეჯმენტში დასაქმდება.

ჯანლუიჯი ბუფონი პარმას აღზრდილია, სადაც 1995 წლამდე თამაშობდა. შემდეგ იყო 17-წლიანი კარიერა იუვენტუსში, რომელიც გასულ ზაფხულს დასრულდა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბუფონმა 176 მატჩი ითამაშა. მეკარე იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები