Thumbnail
  • 23 წლის მეკარემ თბილისურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ლაზარე კუპატაძე ბოლოს ლუქსემბურგულ ჟენესში თამაშობდა

საბურთალოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდს ლაზარე კუპატაძე დაუბრუნდა. 23 წლის მეკარემ სწორედ თბილისურ გუნდში ასპარეზობით გააცნო თავი გულშემატკივრებს, 2018 წელს კი ლუქსემბურგულ გუნდ ჟენესში გადავიდა.

კუპატაძე ისევ საბურთალოში ითამაშებს, მისი ახალი ხელშეკრულება კი 3 წელიწადზეაა გათვლილი. თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და წინ ტირასპოლის შერიფთან ორ-მატჩიანი დუელი ელოდება. პირველი მატჩი 10 ივლისს მოლდოვაში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები