Thumbnail
  • გრიზმანის შემცვლელი - ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსი იყიდა
  • როდრის რეკორდი რამდენიმე საათში დაემხო

მადრიდის ატლეტიკომ ერთ დღეში სამი ტრანსფერი განახორციელა, მათ შორის კი ერთი გამოირჩევა - "როხიბლანკოს" რიგებში პორტუგალიელთა მთავარი ტალანტი ჟოაო ფელიქსი ითამაშებს, 19 წლის ვარსკვლავის სანაცვლოდ ატლეტიკომ ბენფიკას 126 მილიონი ევრო გადაიხადა. 

ფორვარდმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება კლინიკა უნივერსიდად დე ნავარაში და "როხიბლანკოსთან" 7-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ატლეტიკომ დღეს პორტუდან 30 წლის ცენტრალური მცველი ფელიპე აუგუსტო დე ალმეიდა აიყვანა, ბრაზილიელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ფელიპე ატლეტიკოს მოთამაშეა

ასევე მანჩესტერ სიტიში გადასული როდრი ერნანდესის ნაცვლად კლუბმა მექსიკელი ექტორ ერერა აიყვანა. 21 წლის ნახევარმცველმა, რომელიც პორტუს ღირსებას იცავდა, დიეგო სიმეონეს გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

სხვათა შორის, ფელიქსის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო სეზონში რეკორდულია, მანამდე რეკორდი რამდენიმე საათით ადრე ატლეტიკოს ფეხბურთელმა როდრიმ დაამყარა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები