Thumbnail

პრეზენტაცია ტოპმოდელებით - ატალანტამ ახალი სეზონის ფორმები წარადგინა

  • ატალანტამ ახალი სეზონისთვის საშინაო, საგარეო და მეკარის ფორმები წარადგინა
  • ბერგამოელებმა ფორმების პრეზენტაცია ტოპმოდელების დახმარებით ჩაატარეს
  • ბერგამოს ატალანტა ჩემპიონთა ლიგაში დებიუტისთვის ასე ემზადება  

ბერგამოს ატალანტამ, როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც ახალი ფორმის წარდგენა მოდელების დახმარებით გადაწყვიტა. მომხიბვლელმა გოგონებმა ახალი, 2019/20 წლების სეზონისთვის, სერია A-ს კლუბის საშინაო, საგარეო და მეკარის ფორმები წარმოადგინეს. ატალანტას ტექნიკური სპონსორია კომპანია Joma.

იტალიის ჩემპიონატის 2018/19 წლების სეზონი ბერგამოს ატალანტამ მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის უფლება თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. 

მანამდე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბერგამოელთა ღირსება შესაძლოა ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონიმ დაიცვას, რომელმაც პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი არარ გააგრძელა და სათამაშოდ იტალიაში დაბრუნებას აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები