Thumbnail

გაუმჯობესებული წინადადება - მანჩესტერ იუნაიტედი დავიდ დე ხეას არ ეშვება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 28 წლის მეკარე ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის გახანაგრძლივებას არ ჩქარობს
  • მანჩესტერ იუნაიტედი ესპანელის დაყოლიებას გაზრდილი ხელფასით ცდილობს

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ გუნდის მეკარე დავიდ დე ხეას, რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, კონტრაქტის გასახანგრძლივებლად უკეთესი წინადადება მოუმზადა.

ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედმა სახელფასო შეთავაზება გაუმჯობესა, თუმცა კონკრეტული ციფრები არ სახელდება. იუწყებიან, რომ ახლა ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა გოლკიპერისგან დროულ პასუხს ელის. 

ცნობილია, რომ დავიდ დე ხეას გადაბირებით, რომლის ხელშეკრულება იუნაიტედთან 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი, დაინტერესებულია პარი სენ-ჟერმენი. დაიწერა, რომ პარიზელები მზად არიან, მეკარეში 67,5 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მეკარე მანჩესტერ იუნაიტედში მადრიდის ატლეტიკოდან 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. 2018/19 წლების სეზონში დე ხეამ ინგლისის პრემიერლიგის 38 მატჩში 54 გოლი გაუშვა.

კომენტარები

ბოლო ამბები