Thumbnail
  • თუ კავაიც ლეიკერსში მივა, ის დაუმარცხებელი იქნება
  • გოლდენ სტეიტის ვარდნა
  • რა საჩემპიონო შანსი აქვს ბითაძის ინდიანას

NBA-ს სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა თითქმის ყველა მთავარი თავისუფალი აგენტი უკვე დაბინავდა ახალ გუნდში, კავაი ლეონარდის გარდა... ტრეიდებმა ძირეულად შეცვალეს ძალთა ბალანსი ასოციაციის გუნდებს შორის და 2019/20 წლების სეზონის ფავორიტებიც შეიცვალა. 

მას მერე, რაც ლოს ანჯელეს ლეიკერსის რიგებში ენტონი დევისი გადავიდა და ამერიკულ მედიაში ხმებიც დაირხა, რომ კავაი ლეონარდიც კალიფორნიულ კლუბს შეუერთდება. ლებრონთან ერთად ეს უკვე უდიდესი ძალაა.

USA Today აფასებს 2020 წლის ჩემპიონობის შანსებს:

"სულ რაღაც ერთი თვის წინათ, გოლდენ სტეიტი 2020 წლის ჩემპიონობის მოგების შანსები ყველაზე მაღალი იყო - 7/4-თან, მაგრამ კლეი ტომპსონის ტრავმამ და კევინ დურანტის ტრავმამ და წასვლამ, კალიფორნიელებს შანსები ძალიან შეუმცირა. დურანტი კაირი ირვინგს შეუწყვილდება ბრუკლინში, მაგრამ მომავალ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს". 

ფავორიტი - ლეიკერსი

ახლა ფავორიტი ლეიკერსია - 2/1. გუნდმა დაიმატა ენტონი დევისი და ბალასტი გაუშვა. თუკი კავაი, ლეიკერსს გადაწყვეტს, ლოსანჯელესელთა ფსონი კიდევ უფრო გამყარდება. 

6/1 - მილუოკი

მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გუნდმა შეინარჩუნა, როგორც კრის მიდლტონი, ასევე ბრუკ ლოპესი. 

10/1 - ფილადელფია

გუნდმა დაიმატა ალ ჰორფორდი და შეინარჩუნა ტობიას ჰარისი. 

კავაის გარეშე ჩემპიონს ძალიან გაუჭირდება

14/1 - ტორონტო

მოქმედ ჩემპიონს ჯერ არავინ დაუმატებია. დენი გრინი უკვე წავიდა, კავაიც წავა.

14/1 - ჰიუსტონი

ჯეიმს ჰარდენსა და კომპანიას ჯერ სერიოზული საკადრო ცვლილება არ შეხებია.

14/1 - გოლდენ სტეიტი

გუნდმა კლეი ტომპსონი შეინარჩუნა, რომელიც პლეი ოფში თამაშს შეძლებს. დაიმატა დ'ანჯელო რასელი. წავიდნენ დურანტი, კაზინსი და იგუდალა.

16/1 - კლიპერსი

ლოსანჯელესელებმა პატრიკ ბევერლი შეინარჩუნეს და მოჰარკლსი დაიმატეს. 

20/1 - დენვერი

გუნდმა პოლ მაილსეპი შეინარჩუნა, მაგრამ აიაზი თომასი წავიდა.

20/1 - იუტა

გუნდში მივიდნენ მაიკ კონლი, ბოიან ბოგდანოვიჩი და ედ დევისი. 

25/1 - ბოსტონი

სელტიკსში კემბა უოკერი და ენას კანტერი მივიდნენ, მაგრამ კაირი, ჰორფორდი, ტერი როზიერი და მარკუს მორისი წავიდნენ.

ქართველ გულშემატკივრებს დააინტერესებს, როგორ აფასებს პრესტიჟული გამოცემა ინდიანა პეისერსის საჩემპიონო ფასებს

60/1 - ინდიანა

მთავარი შენაძენი: მალკოლმ ბროგდონი, ჯერემი ლემბი, ტი ჯეი უორენი, გოგა ბითაძე, მაგრამ წავიდნენ ბოგდანოვიჩი, დარენ კოლისონი და თადეუს იანგი. 

ყველაზე სუსტ გუნდებად შარლოტი და კლივლენდი მიიჩნევიან, მათ საჩემპიონო შანსებს 1 000/1-თან აფასებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები