Thumbnail

'ჩემ თავს კრიშტიანო რონალდოს შევადარებდი' - არსენალმა 18 წლის ბრაზილიელი დაიმატა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • არსენალმა გაბრიელ მარტინელი დაიმატა
  • 18 წლის შემტევმა შარშან ბრაზილიაში 10 გოლი გაიტანა...

არსენალმა წელს პირველი ტრანსფერი განახორციელა და 18 წლის ბრაზილიელი თინეიჯერი გაბრიელ მარტინელი დაიმატა.

მარტინელი ჩრდილო ლონდონელებს იტუანოდან შეუერთდა, სადაც მან გასულ სეზონში 34 მატჩში 10 გოლის გატანა შეძლო.

"ჩემ თავს კრიშტიანო რონალდოს შევადარებდი - მოთამაშე, რომელიც თავის თავზე შრომობს, რომელიც მუდმა გამარჯვებისთვის იბრძვის." - ამბობს ბრაზილიელი.

"ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ევროპაში თამაში, თან ისეთ დიდ გუნდში თამაში, როგორიც არსენალია. მიხარია, რომ მაღალი დონის ფეხბურთელებთან ერთად მომიწევს ვარჯიში."

კომენტარები

ბოლო ამბები