Thumbnail
  • არგენტინის ნაკრების კაპიტნის რეაქცია ბრაზილიასთან წაგების შემდეგ
  • 32 წლის თავდამსხმელმა ალბისელესტეში თავის მომავალზე ილაპარაკა 

არგენტინის ნაკრებმა 2019 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიასთან წააგო (0:2) და ტურნირს დაემშვიდობა. წაგების შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესო ალბისელესტეს კაპიტნის ლიონელ მესის რეაქცია იყო, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

საფინალო სასტვენის შემდეგ ლეო მოედნის ცენტრში გაჩერდა, თუმცა თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მას არ უტირია. 32 წლის არგენტინელ ვარსკვლავს რამდენიმე ბრაზილიელმა პატივისცემის ნიშნად ხელი ჩამოართვა.

📺 "მესი აფურთხებს გაზონს, რომელსაც აკრიტიკებდა"

თამაშის შემდეგ მესიმ ემოციები ჟურნალისტებს გაუზიარა: 

"ვფიქრობ, ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. ვეცადეთ, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ, მოვარტყით ძელსა და ხარიხას. ბრაზილიელები არ გვჯობდნენ, მიმართავდნენ ბინძურ ფოლებს, იყო ხელით თამაშიც, მაგრამ ამ საღამოს მსაჯებმა სისტემა VAR ერთხელაც არ გამოიყენეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია".

ლეო მატჩის მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო დარჩა

ლიონელ მესის არგენტინის ნაკრებთან ერთად არცერთი ტიტული მოუგია. ბოლოს ალბისელესტემ ჯილდო 26 წლის წინ მოიპოვა - 1993 წელს გუნდი კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა. ბარსელონას არგენტინელი ვარსკვლავი აცხადებს, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოსვლას მომავალშიც გააგრძელებს:

"წინ რაღაც ახალი გველოდება. იმედი მაქვს, რომ პატივისცემით მოგვეპყრობიან და არ გაგვაკრიტიკებენ. ამ გუნდს უნდა მიეცეს მშვიდად არსებობისა და ზრდის შესაძლებლობა. მე ბრწყინვალე ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ამ მოთამაშეებთან და თუკი მათ რაღაცით უნდა დავეხმარო, ამაზე უკან არ დავიხევ. ეს დიდებული გუნდია და ის ვითარდება. თუკი მომეცემა საშუალება, შევუერთდე მათ, ამით ვისარგებლებ", - ამბობს მესი.

32 წლის ვარსკვლავი მომავლის იმედს არ კარგავს

არგენტინასთან გამარჯვების წყალობით, ბრაზილია მისსავე სტადიონებზე მიმდინარე ტურნირის პირველი ფინალისტი გახდა. 4 ივნისს ტიტეს გუნდის მეტოქე ჩილე-პერუს ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გამოვლინდება. არგენტინის ნაკრები კი 6 ივნისს მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები