Thumbnail

რეზი ბროძელი: რუსებმა ასე გადაწყვიტეს, ჩემს საქციელს ერთი წამითაც არ ვნანობ!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეზი ბროძელის კომენტარი სლავადან წამოსვლის შემდეგ
  • კლუბში ყველაფერი სწორად გაიგეს, დანარჩენი რუსეთის რაგბის კავშირის ბრალია

ქართველი მორაგბეები, რეზი ბროძელი და საბა ილურიძე რუსული კლუბიდან გამოუშვეს. მიზეზი რუსეთის თასის მატჩის დროს, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული საზოგადოებისადმი გამოცხადებული სოლიდარობა იყო.

რეზის დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით. როგორც აღმოჩნდა, კლუბში ქართველების ჟესტი სწორად გაიგეს, მაგრამ რუსეთის რაგბის კავშირის წინააღმდეგ ვერ წავიდნენ.

რეზი ბროძელი: 'გუნდს არ სურდა ჩვენი გაშვება. მათ ჩემი ჟესტი სწორად გაიგეს. შევხვდი პრეზიდენტს და ვისაუბრეთ ამის თაობაზე. ორივე ერთ აზრზზე ვიყავით, რომ ამას პოლიტიკური დატვირთვა არ ჰქონდა და სოლიდარობა იყო დაშავებული ხალხის მიმართ.

ეს იყო რუსეთის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება და გუნდი ამას ვერ შეეწინაღმდეგა. ჯერჯერობით მომავალზე ვერაფერს ვიტყვი, აუცილევლად განვაგრძობ კარიერას საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მინდა გითხრათ, რომ ერთი პროცენტითაც არ ვნანობ იმ საქციელს, რაც გავაკეთე, უბრალოდ სასაცილოა, ასეთი რეაგირება რუსეთის მხრიდან.'

კომენტარები

ბოლო ამბები