Thumbnail

ყენია საქართველოში ბრუნდება! ლევანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება
  • 28 წლის ლევან ყენიამ საბურთალოში სამედიცინო შემოწმება გაიარა

ლევან ყენია კარიერას, დიდი ალბათობით, საქართველოში გააგრძელებს!

ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლუქსემბურგული დუდელანჟის დატოვებას და საბურთალოში თამაშს აპირებს, ამისთვის კი საჭიროა, რომ გათავისუფლების ფურცელი მიიღოს. ლევანი თბილისშია და საბურთალოსთან ერთად ვარჯიშობს. თბილისური გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და წინ ტირასპოლის შერიფთან 2-მატჩიანი დაპირისპირება ელოდება.

ლევან ყენია და ხოსე მაური - ქართველმა მილანის წინააღმდეგ ევროპალიგაში ითამაშა

28 წლის ყენიამ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, თბილისურ კლუბთან ხელშეკრულებას გააფორმებს. დუდელანჟის გარდა, ყენია პრაღის სლავიაში, დიუსელდორფის ფორტუნაში, ლვოვის კარპატიში, გელზენკირხენის შალკესა და თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები