Thumbnail

რუსეთის, ყატარის და აშშ-მექსიკა-კანადის შემდეგ - ეგვიპტე მუნდიალს ითხოვს!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • აფრიკის თასის მასპინძლებს მსოფლიოს ჩემპიონატი სურთ
  • ეგვიპტეში მიაჩნიათ, რომ მზად არიან, 48-გუნდიან მუნდიალს უმასპინძლონ

2006 წლის შემდეგ (გერმანია), დიდ საფეხბურთო ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატი მხოლოდ ერთხელ (ბრაზილიაში, 2014 წელს) ჩატარდა. 2010-ში მუნდიალს სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, 2018-ში - რუსეთმა. 2022 წელს უდიდესი საფეხბურთო ზეიმის მასპინძელი ყატარი იქნება, 2026-ში კი - მუნდიალს აშშ, მექსიკა და კანადა ერთად უმასპინძლებენ. სად ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი 2030 წელს? ეგვიპტეში მიაჩნიათ, რომ ამისთვის მზად არიან და კანდიდატობა სურთ. აღსანიშნავია, რომ 2030 წლის მუნდიალი 48-გუნდიანი იქნება.

“ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ, - განაცხადა ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰანი აბო რიდამ, - ეგვიპტეს ახლავე შეუძლია, დაიწყოს მზადება და არც თანამასპინძელი დაგვჭირდება.”

შეგახსენებთ, რომ მომდევნო მუნდიალი (ყატარი 2022) 32-გუნდიანი იქნება, 2026 წლიდან კი მსოფლიოს ჩემპიონატზე 48 გუნდი იასპარეზებს.

კომენტარები

ბოლო ამბები