Thumbnail

UFC | სანტოსი V ჯონსი - არ გამოტოვო გიგანტების ჩხუბი!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 7 ივლისი |  07:30 | 🌏 ლას ვეგასი | 👊 ტიაგო სანტოსი V ჯონ ჯონსი
  • ჯონ ჯონსი ლას ვეგასში ბრაზილიელ ყოფილ სამხედროს დაუპირისპირდება!

UFC 235-ე ბრძოლის ღამის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტმა - დანა უაითმა საღამო შეაფასა და ლეგენდარული ჯონ ჯონსის მომავალ მეტოქეზეც ისაუბრა. უაითმა განაცხადა, რომ ჯონსს ოქტაგონზე ტიაგო სანტოსის წინააღმდეგ სიამოვნებით ნახავდა.

ბრაზილიელი სანტოსი UFC-ში 2013 წლიდან ჩხუბობს და ორგანიზაციის სახელით გამართული 18 ბრძოლიდან, 13 მოგებული აქვს, მათშორის ბოლო 4 ზედიზედ. "ჩემსავით ორი ხელი აქვს და ორი ფეხი, უბრალო ადამიანია, ჯონსის არ მეშინია და ამას კვირას დავამტკიცებ!"

ბრაზილიის არმიის ყოფილმა სამხედრო პარაშუტისტმა ბოლო ბრძოლა პრაღაში იან ბლახოვიჩს ტექნიკური ნოკაუტით მოუგო, ხოლო მანამდე ჯიმი მანუვა და ერიკ ანდერსი დაამარცხა. "ოდესმე ყველა აგებს, ოდესმე დგება ეს დღე და 7 ივლისი ჯონსისთვის ასეთი იქნება."

ლეგენდარული მებრძოლი, ბევრის აზრით ყველაზე დიდი კაცი UFC-ის ისტორიაში ბრძოლას განსაკუთრებული მომზადებით ხვდება "ჩემ კარიერაში ახალი ეტაპი იწყება, ბევრი მაგარი ბიჭი მოდის, ბევრი ძალიან სახიფათო ახალგაზრდა და უკვე მათ უნდა დავუმტკიცო ჩემი ძალა." - ამბობს ჯონსი.

ჯონსმა ბოლო ბრძოლა ენტონი 'ლომგული' სმიტის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც 30 წლის მებრძოლს ქულებით ადვილად მოუგოა, ხოლო მანამდე ალექსანდრ გუსტაფსონთან 2 მატჩიანი პაექრობა, მეორე გამარჯვებით დაასრულა.

"გუსტაფსონი ერთადერთი კაცია, ვისთან ბრძოლის შემდეგაც საავადმყოფოში დაძინება დამჭირდა - ვისურვებდი, რომ სანტოსთან ბრძოლის წინაც ასეთი აფორიაქებული ვიყო, მაგრამ არ ვარ..." - უთხრა ჯონსმა ESPN-ს.

კომენტარები

ბოლო ამბები