Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნი ახალ გარემარბს ეძებს
  • უსმან დემბელეს მიუნხენში გადასვლა არ სურს
  • ახალი ინფორმაციით, მას ლივერპულიც ეპატიჟება

მიუნხენის ბაიერნმა სასურველი ფეხბურთელისგან კიდევ ერთი უარი მიიღო. Sky-ს ინფორმაციით, ბარსელონას გარემარბმა უსმან დემბელემ ბავარიულ გრანდს უარი შეუთვალა. “უსმანის ბაიერნში ტრანსფერის შანსი ნულის ტოლია!” - უთხრა ფეხბურთელის ერთ-ერთმა მრჩეველმა Sky-ს. როგორც ირკვევა, დემბელეს ბარსელონაში დარჩენა სურს, მაგრამ კატალონიელები მის გაშვებაზე ფიქრობენ.

მანამდე, France Football წერდა, რომ უსმან დემბელე ბაიერნის ნომერ პირველი სამიზნე გახდა. მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ფრანგი ფეხბურთელის აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ესპანური Sport წერდა, რომ რეკორდმაისტერმა კატალონიურ გრანდს დემბელეს სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა. ფრანგს ბარსასთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ ბაიერნმა ვერ შეძლო კალუმ ჰადსონ-ოდოის (ჩელსი) გადაბირება და დიდი შანსია, რომ ლეროი სანესგანაც (მანჩესტერ სიტი) უარი მიიღოს.

ახალი ინფორმაციით, დემბელე, შესაძლოა, ლივერპულში აღმოჩნდეს. L'Equipe წერს, რომ მერსისაიდელთა გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მიზნად მისი შეძენა დაისახა და ფეხბურთელს უკვე ესაუბრა. პორტალი Teamtalk ჯერ კიდევ ივნისში წერდა, რომ ბარსელონამ ლივერპულს დემბელე თვითონ შესთავაზა.

კომენტარები

ბოლო ამბები