Thumbnail
  • ბრაზილია 2:0 არგენტინა
  • 1:0 გაბრიელ ჟეზუში (19), 2:0 რობერტო ფირმინო (71)

ბრაზილიამ კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინა 2:0 დაამარცხა და ფინალშია!

'სელესაომ' ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც დანი ალვეშმა საოცრად ითამაშა, შეტევა ფირმინომ გააგრძელა, გოლი კი გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანა - 1:0.

1:0 გაბრიელ ჟეზუში (19)

'ალბისელესტეს' გათანაბრების შანსი ჰქონდა: აგუეროს დარტყმას ალისონი ვერ მოიგერიებდა, მაგრამ ბრაზილიელი მეკარე ხარისხამ იხსნა.

სკალონის ნაკრებს მეორე ტაიმში რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გოლი ისევ არგენტინის ნაკრების კარში გავიდა. ამჯერად, ფირმინომ საგოლე გადაცემა ჟეზუშისგან მიიღო და არგენტინასთან ბრაზილიას ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა - 2:0.

2:0 რობერტო ფირმინო (71)

ბრაზილია 2:0 არგენტინა

გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (19), 2:0 რობერტო ფირმინო (71)

ბრაზილია (4-5-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი (64. მირანდა), ტიაგო სილვა, ალექს სანდრო - არტური, კაზემირო, გაბრიელ ჟეზუში (80. ალანი), კოუტინიო, ევერტონი (46. ვილიანი) - რობერტო ფირმინო.

არგენტინა (4-1-2-1-2): არმანი - ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო (85. დიბალა) - პარედესი - დე პაული (67. ლო სელსო), აკუნია (59. დი მარია) - მესი - ლ. მარტინესი, აგუერო.

ფაქტია, 'სელესაო' ამ ტურნირზე გოლს არ უშვებს. ბრაზილიელებმა ჯერჯერობით ერთადერთხელ ინერვიულეს, როდესაც პარაგვაისთან თერთმეტმეტრიანები დაარტყეს. ბრაზილიელთა მეტოქე ფინალში ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები