Thumbnail

ქუთაისი ყველა ვარსკვლავის მატჩის მოლოდინში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 3 თებერვალს ქუთაისში ყველა ვარსკვლავის მატჩია.
  • ერთმანეთს თბილისის და რეგიონის გუნდები დაუპირისპირდებიან.

ქართული სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი 3 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ერთმანეთს რეგიონის და თბილისის კლუბებისგან შერჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდებიან.

სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, დანარჩენ 7-7 მოთამაშეს მწვრთნელები დაასახელებენ. გამოკითხვა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე მიმდინარეობს.

ქართული ოლსტარი 3-ქულიანების და ჩატენვების კონკურსსაც მოიცავს. მატჩის შემდეგ, დასახელდება ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ძვირფასი მოთამაშე. 

ქართული ოლსტარის ძირითად ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ და უკვე ცნობილია შუალედური გამოკითხვის შედეგები 

რეგიონის გუნდში უკანახაზელებიდან ყველაზე მეტი ხმა ბექა წივწივაძემ და დეჟუან რაიტმა მოაგროვეს, ფორვარდებიდან აკაკი ლომოურმა და გიორგი ბარბაქაძემ, ხოლო ცენტრებიდან დიდი უპირატესობით აკაკი დვალიშვილი ლიდერობს.

თბილისის გუნდიდან უკანახაზელებს შორის ყველაზე მეტი ხმა ნოდარ გოგოძეს და მერაბ ბოქოლიშვილს აქვთ, ფორვარდებში მიხეილ ბერიშვილი და ანატოლი ბოისა დაწინაურდნენ, ხოლო ცენტრებს შორის ხმების უმრავლესობა ილია ლონდარიძეს აქვს.

ქართული ოლსტარი ქუთაისის სპორტის სასახლეში 3 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება

 

კომენტარები

ბოლო ამბები