Thumbnail

უიმბლდონი | მტრების დუელი II წრეში - ნადალი 50-ე გამარჯვებას კირიოსთან გეგმავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რაფაელ ნადალი 6:3, 6:1, 6:3 იუიჩი სუგიტა
  • ნიკ კირიოსი 7:6, 3:6, 7:6, 0:6, 6:1 ჯორდან ტომპსონი

რაფაელ ნადალმა უიმბლდონის ღია პირველობის პირველი ორი გეიმი წააგო 30 წლის იაპონელ იუიჩი სუგიტასთან, თუმცა სენსაცია არ შედგა - ესპანელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში გაიმარჯვა - 6:3, 6:1, 6:3 და ნიკ კირგიოსთან ბრძოლა დაიბევა. 

შეგახსენებთ, რომ ნადალსა და კირიოსს ურთიერთობა მას მერე დაეძაბათ, რაც აკაპულკოში კირიოსთან მარცხის შემდეგ, რაფამ ავსტრალიელს მეტოქის "უპატივცემულობა" დააბრალა. ხოლო კირიოსმა დიდი სლემის ტურნირების 18-გზის გამარჯვებულზე თქვა, რომ ნან წაგების ღირსეულად მიღება არ იცის. 

"სიმართლე ითქვას, საამისოდ უკვე ასაკში ვარ. ასე რომ, არავისთან არ ვგეგმავ ბატალიებს, უბრალოდ ვტკბები სპორტით. მინდა გავაგრძელო ჩემი საქმის, რაც შეიძლება კარგად კეთება, ზეგ კი მორიგი საშუალება მექნება, ამ საოცარ ადგილას თავის გამოჩენის", - განუცხადა ნადალმა BBC-ის. 

ნადალმა უიმბლდონის კორტებზე 49-ე მატჩი მოიგო, თუ კირიოსსაც დაამარცხებს, ეს მისი 50-ე გამარჯვება იქნება. რაფა მოგებებით გორან ივანიშევიჩსა და სტეფან ედბერგს გაუთანაბრდა. 
თავად კირიოსმა დღეს ბევრი იკამათა მსაჯებთან, ხოლო თანამემამულე ტომპსონის დამარცხება ძალიან გაუჭირდა - 7:6 (4), 3:6, 7:6 (10), 0:6, 6:1. 

კომენტარები

ბოლო ამბები