Thumbnail
  • ბასილაშვილმა მონფილსს გადაუსწრო და ისნერს დაეწია
  • რა შეიძლება მოხდეს, თუ ქართველი ტურნირს მოიგებს

უიმბლდონის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუთ სეტში 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6 დაამარცხა ბრიტანელი ჯეიმს ვორდი და მეორე წრეში ასევე ბრიტანელ დანიელ ევანსს შეხვდება. ეს მატჩი 3 ივლისს გაიმართება, უიმბლდონზე თამაშები ჩვენი დროით 14 საათიდან იწყება. 

LIVE რეიტინგში ნიკას 1 995 ქულა აქვს (35 ქულით მეტი) და მე-15 ადგილზეა. საქმე ისაა, რომ გაელ მონფილსი უიმბლდონის პირველივე წრეში გამოეთიშა გათამაშებას და შარშანდელი ქულები ვერ დაიცვა. მიმდინარე რეიტინგში ფრანგი მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა და მას ქართველმა გაუსწრო.

ახლა ნიკა მხოლოდ 10 ქულით ჩამორჩება ამერიკელ ჯონ ისნერს და თუ ეს უკანასკნელი უიმბლდონზე დამარცხდება მისი გადასწრების შესანიშნავი შანსი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს მე-16 ჩოგანია და ეს მისი კარიერის საუკეთესო მიღწევაა. უიმბლდონზე ნიკას მაქსიმუმ (ტურნირის მოგების შემთხვევაში) შეუძლია 3 950 ქულის დაგროვება. ეს კი მე-7 პოზიციაზე გადასვლის გარანტიაა, თუმცა ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება. 

ATP. მიმდინარე რეიტინგი

12. ხუან მარტინ დელ პოტრო - 2 380 ქულა

13. ბორნა ჩორიჩი - 2 195

14. ჯონ ისნერი - 2 005

15. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1 995

16. მარინ ჩილიჩი - 1 905

17. გაელ მონფილსი - 1 815 (ასპარეზობა დაასრულა)

18. სტენ ვავრინკა - 1 715

კომენტარები

ბოლო ამბები