Thumbnail
  • ლუკა ზარანდიამ ზულტე ვარეგემთან 3+1 კონტრაქტი გააფორმა
  • ლუკასთვის ვარეგემი მეორე ბელგიური კლუბია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი, ლუკა ზარანდია კარიერას ბელგიაში გააგრძელებს. მან ზულტე ვარეგემთან 3+1 კონტრაქტი გააფორმა. ქართველი გუნდში სამი წელი ითამაშებს, რის შემდეგაც გუნდისა და ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ზარანდიას სავარაუდო ტრანსფერზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით. ლუკა ბოლოს პოლონური არკა გდინიას ღირსებას იცავდა, სადაც სამი ტიტული მოიგო - ერთხელ პოლონეთის თასი და 2-ჯერ პოლონეთის სუპერთასი.

ლუკას კარიერაში ეს მეორე ბელგიური კლუბია. ზარანდია 2014 წელს თბილისის ლოკომოტივიდან გენკში გადავიდა, თუმცა იქ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია.

კომენტარები

ბოლო ამბები