Thumbnail

ტრავმა ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე - ტოჩინოშინი იმედს არ კარგავს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნაგოიას ბაშო 7 ივლისს იწყება
  • ტოჩინოშინმა ვარჯიშზე მხარი დაიშავა

იაპონური მედიის ინფორმაციით, ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ვარჯიშზე დაშავდა. ლევანმა მხარი იტკინა. საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა, რადგან დღეს ტოჩინოშინმა მსუბუქად, მაგრამ მაინც შეძლო ვარჯიში და სამი ორთაბრძოლაც გამართა აოიამასა და ტოჩიოძანთან. 

ქართველი სუმოისტი აცხადებს, რომ ცოტა ხნით ტკვილგამაყუჩებლების მიღებაც მოუწევს: "არაფერი კარგი არ მოხდება, თუკი ამის გამო ყურებს ჩამოვყრი, ოპტიმისტი უნდა ვიყო", - განუცხადა მან იაპონურ მედიას. 

შეგახსენებთ, რომ ნაგოიას ბაშო აიჩის პრეფექტურაში 7-21 ივლისს გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები