Thumbnail

მოულოდნელი პრობლემა - გოგა ბითაძე NBA-ს საზაფხულო ლიგაზე ვიზის გამო აგვიანებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საზაფხულო ლიგა ლას ვეგასში 5 ივლისს იწყება
  • გოგა ბითაძეს ამერიკაში შაბათს ელიან

ინდიანა პეისერსის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გუნდი ინდიანაპოლისში შეიკრიბა, NBA-ს საზაფხულო ლიგაზე მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ლას ვეგასში 5 ივლისს იწყება.

გოგა ბითაძე, დრაფტის მე-18 ნომრად შერჩეული კალათბურთელი კი გუნდთან ერთად არ არის - ვიზის საკითხების მოსაგვარებლად, გოგას მეტი დრო დასჭირდა, რის გამოც ის დროულად ვერ გამოცხადდება პეისერსში და გამოტოვებს პირველ მატჩს, რომელიც ინდიანას მემფისის წინააღმდეგ ექნება. ეს მატჩი 6 ივლისს გაიმართება. ბითაძეს ლას ვეგასში შაბათს, 7 ივლისს ელიან. არის შანსი, რომ 8-ში დეტროიტის წინააღმდეგ ქართველი ცენტრი თამაშს შეძლებს. 

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ლიგაზე 32 გუნდი ითამაშებს, გოგას პეისერსი კი ფავორიტად მიიჩნევა

სამწუხაროა, რომ 19 წლის ქართველი ცენტრის დებიუტი გადაიდო. იმედია, ის სავიზო პრობლემებს მოაგვარებს და საზაფხულო ლიგაზე თამაშსაც შეძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები