Thumbnail

მოხადე ბოთლს ფეხით - მაკგრეგორი, ჭიკაძე და სტეტჰემი ახალ ფლეშმობში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სოციალურ ქსელში ახალი ფლეშმობი გამოჩნდა - Bottle cap challenge
  • ფლეშმობის მონაწილეები ბოთლის სახურავს ფეხის დარტყმით ხსნიან
  • ფლეშმობში სპორტისა და კინოს არაერთი ცნობილი სახე ჩაერთო

სოციალურ ქსელში ახალი ფლეშმობი გამოჩნდა - Bottle cap challenge, რომლის მონაწილენი ბოთლის სახურავს ფეხით ხსნიან და შემდეგ ამის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებენ ჰეშტეგით #bottlecapchallenge. 

ჩელენჯში, რომელიც ტაეკვანდოში მსოფლიოს ჩემპიონმა ალ-ფარაბი დავლეტჩინმა 25 ივნისს წამოიწყო, უკვე არაერთი ცნობილი სახე ჩაება, მათ შორის კინოსა თუ სპორტის ვარსკვლავი. ამოცანის თანახმად, ტრიალში ფეხის გაკვრით ბოთლის ხრახნიდან სახურავი ისე უნდა მოაცილო, რომ ბოთლი უძრავად დარჩეს. ფლეშმობის მონაწილენი შემდეგ იმავეს გამეორებას სხვებს სთავაზობენ.

მაგალითად, ტრიუკი UFC-ის ვარსკვლავმა მაქს ჰოლოუეიმ შეასრულა და მისი გამეორება მუსიკოს ჯონ მაიერს შესთავაზა.

მაიერმა მსახიობი ჯეისონ სტეტჰემი გამოიწვია. სტეტჰემმა ტრიუკი წარმატებით შეასრულა და თავად რეჟისორი გაი რიჩი და მებრძოლი ჯეიმს მუნტასრი გამოიწვია. 

გამოწვევას არ დაელოდა და ჩელენჯში უმალ მონაწილეობა შერეული ორთაბრძოლების (MMA) ირლანდიელმა ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა, რომელმაც ამერიკელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.

ფლეშმობს შეუერთდა ლოს ანჯელეს გალაქსის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

ტრიუკი წარმატებით უკვე შეასრულა შერეული ორთაბრძოლების ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემაც.

კომენტარები

ბოლო ამბები